რამდენს შეადგენს გარე ვაჭრობის საფასური ბათუმში1322 2012.10.19
რამდენს შეადგენს გარე ვაჭრობის საფასური ბათუმში
გარე ვაჭრობა ყოველთვის აქტუალური იყო და დღემდე ასეა. მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება ისეთ ტერიტორიებს სადაც საკურორტო სეზონი გახსნილია და ადგილობრივი დამსვენებლები თუ ტურისტები უფრო და უფრო მეტად იყრიან თავს. სწორედ დღეს შევიდა ძალაში ბათუმის საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილება, ბათუმის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობისუფლების საფასურის განსაზღვრის შესახებ. გარე ვაჭრობის უფლების საფასურის განსაზღვრა შემდეგი საქმიანობების ტიპების მიხედვით დაიყო:

  • ჟურნალ-გაზეთები, წიგნები, ნახატები, სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები, ყვავილები – აღნიშნული ტიპის პროდუქციით დაკავებული ტერიტორიის 1 კვ.მ.-ის საფასური თვეში განისაზღვრება 5 ლარის ოდენობით;
  • ხილ-ბოსტნეული, ბაღჩეული, განთავსებული ვერტიკალურ სტელაჟზე, ნაყინი გამაგრილებელი და გაზიანი სასმელები მაღაზიის წინ – აღნიშნული ტიპის პროდუქციით დაკავებული ტერიტორიის 1 კვ.მ.-ის საფასური თვეში განისაზღვრება 5 ლარის ოდენობით;
  • კვების პროდუქტები სპეცდანიშნულების საფირმო მოძრავი და/ან ადგილზე განთავსებული საშუალებები – აღნიშნული ტიპის საშუალებების მიერ დაკავებული ტერიტორიის 1 კვ.მ.-ის საფასური თვეში განისაზღვრება 6 ლარის ოდენობით;
  • საზკვების ობიექტების წინ საზკვების დანიშნულების საქონელი შესაბამისი ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით (მაგიდები, სკამები, საჩრდილობელი ქოლგები და ა.შ.) – დაკავებული ტერიტორიის 1 კვ.მ.-ის საფასური თვეში განისაზღვრება 3 ლარის ოდენობით;
  • სამეურნეო, საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ნაკეთობები და ამ ტიპის მომსახურების საშუალებები – აღნიშნული ტიპის საშუალებების მიერ დაკავებული ტერიტორიის 1 კვ.მ.-ის საფასური თვეში განისაზღვრება 5 ლარის ოდენობით.
  • გაზიანი, გამაგრილებელი სასმელები, წყლები და ლუდი – აღნიშნული ტიპის პროდუქციით დაკავებული ტერიტორიის 1 კვ.მ.-ის საფასური თვეში განისაზღვრება 15 ლარის ოდენობით;
  • ჯიხურები – აღნიშნული ტიპის პროდუქციით დაკავებული ტერიტორიის 1 კვ.მ.-ის საფასური თვეში განისაზღვრება 10 ლარის ოდენობით;

გაითვალისწინეთ ის გარემოებაც, რომ გარე ვაჭრობის უფლების საფასურის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება ყოველი თვის დასაწყისში, საქმიანობის დაწყებისთანავე. ხოლო საფასურის წინა­სწარ გადახდის შემთხვევაში გადა­ხ­დის დღედ მიიჩნევა ანგარიშსწორების განხორ­ციე­ლების დღე, ხოლო მისი აქტივა­ცია (ვადის ათვლა) მოხდება წინა პერიო­დის გარე ვაჭრობის უფლების საფასურის ვადის ამოწუ­რვის შემდეგ. გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშწორებით. საფასურის ამოღებას კი ახორციელებს ქალაქ ბათუმის მერია. გარე ვაჭრობის ნებართვის საფასური ირიცხება შესაბამის სახაზინო კოდზე.

((წყარო:https://matsne.gov.ge/))