რას მოიცავს საჯარო რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია?1272 2024.06.18
რას მოიცავს საჯარო რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია?

რა დანიშნულება აქვს საჯარო რეესტრს?

სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის მიხედვით:

საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.

 

რას მოიაზრებს რეესტრის მონაცემთა ურტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია?

სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მიხედვით:

რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია -

ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

საჯარო რეესტრის მიზანი

დასახელებული ნორმების გათვალისწინებით, ცალსახად იკვეთება საჯარო რეესტრის მიზანი, რაც გამოიხატება საჯაროობის უზრუნველყოფაში.

მიზანი კი მიღწეული უნდა იქნას უდავო დოკუმენტზე (ინფორმაციაზე) დაყრდნობით, რათა შეიქმნას მაქსიმალურად უსაფრთხო და დაცული გარემო სამოქალაქო ბრუნვისათვის.

 

მტკიცების ფუნქცია

რეესტრის მონაცემებს გარკვეულწილად მტკიცების ფუნქციაც გააჩნია, რაც გამომდინარეობს კანონის ჩანაწერიდან, რომ:

რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

პრეზუმფციის ფარგლები

კანონი რეესტრის ურტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის ფარგლებსაც ადგენს.

312-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად:

იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.

 

ამდენად,

გამოდის, რომ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა მონაცემის სისწორეს.

 

იმ შემთხვევაში, თუკი არაზუსტი მონაცემის საფუძველზე განხორციელდება შემდგომი ჩანაწერი, ამით საფრთხე შეექმნება სამოქალაქო ურთიერთობაში მყოფი პირის მართლზომიერ უფლებას.

 

შესაბამისად, განსაკუთრებულად საყურადღებოა აღნიშნული საკითხის როგორც საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგება, ასევე პრაქტიკაში რეალიზება.

 

საჯარო რეესტრთან დაკავშირებით, ბევრი კითხვა ჩნდება.

კითხვების შემთხვევაში, ჩვენ დაგეხმარებით.