გადასახადის ცნება, არსი და სახეები1489 2024.07.13
გადასახადის ცნება, არსი და სახეები

გადასახადის ცნება

საგადასახადო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:

გადასახადი არის სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.

გადასახადი სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანია.

გადასახადის მეშვეობით სახელმწიფო საჯარო ფუნქციებისა და ამოცანების განსახორციელებლად იღებს გადასახადის გადამხდელის საკუთრების განსაზღვრულ ნაწილს.

 

გადასახადი სავალდებულო ხასიათის შენატანია - რაც გულისხმობს გადასახადის გადამხდელის იურიდიულ ვალდებულებას სახელმწიფოს წინაშე.

გადასახადის სახეებია:

• საერთო-სახელმწიფოებრივი

• ადგილობრივი

საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებია:

საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული გადასახადები, რომელთა გადახდაც სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების დაწესება, შემოღება და გაუქმება პარლამენტის პრეროგატივაა, ესენია:

• საშემოსავლო გადასახადი;

• მოგების გადასახადი;

• დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ);

• აქციზი;

• იმპორტის გადასახადი.

ადგილობრივი გადასახადია:

საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით შემოღებული გადასახადი, რომლის გადახდაც სავალდებულოა შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე.

ადგილობრივ გადასახადს აწესებს პარლამენტი, თუმცა შემოღებას უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო. ასეთ გადასახადს მიეკუთვნება:

• ქონების გადასახადი

 

საგასახადო სამართალი ძალიან ვრცელი სფეროა.

მომავალ ბლოგებში, ასევე ვისაუბრებთ გადასახადის თითოეულ სახეზე.

კითხვების შემთხვევაში, ჩვენ დაგეხმარებით.