რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეებს, განქორწინების შემთხვევაში, ქონების განაწილების საკითხი შეუძლიათ საქორწინო ხელშეკრულებაშივე გაითვალისწინონ. თუმცა ქართულ რეალობაში წყვილები ასეთ ხელშეკრულებას იშვიათად აფორმებენ. შესაბამისად, განქორწინების შემდეგ მათ ქონებრივი დავის წარმოება სასასამრთლოში უწევთ.
- მეუღლეთა თანასაკუთრების არსი განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც მეუღლეთა თანასაკუთრება არის მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება.
- ცხადია, არა. მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს და მათ შორის, ასევე თანასაკუთრებას, მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინება წარმოშობს.
- იმის მიუხედავად, რომ ერთ-ერთ მეუღლეს შესაძლოა საკუთარი შემოსავალი არ ჰქონდეს ან საოჯახო საქმიანობას ეწეოდეს ან უვლიდეს არასრულწლოვნებს ან რაიმე სხვა საპატიო მიზეზი ჰქონდეს - ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრება მაინც წარმოიშობა.
თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე კი, მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები და ამ ქონებას ისინი ურთიერთშეთანხმებით ფლობენ, სარგებლობენ და განკარგავენ.
მაგალითად, თითოეული მეუღლის ინდივიდუალური საკუთრებაა ისეთი ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე, ასევე, ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში რომელიმე მეუღლემ მიიღო მემკვიდრეობით ან ჩუქებით.
გარდა ამისა, ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენს ინდივიდუალური სარგებლობის ნივთები, ძვირფასეულობის გარდა, თუნდაც ქორწინების განმავლობაში იყოს შეძენილი მეუღლეთა საერთო თანხებით, ჩაითვლება იმ მეუღლის საკუთრებად, რომელიც სარგებლობს ამ ნივთებით.
- პროფესიული საქმიანობისათვის საჭირო ნივთები, მაგალითად, იქნება ეს მუსიკალური ინსტრუმენტები, საექიმო მოწყობილობა თუ სხვა, თუნდაც ქორწინების პერიოდში იყოს შეძენილი მეუღლეთა საერთო სახსრებით, მაინც გადაეცემა იმ მეუღლეს, რომელსაც ეს ნივთები თავისი საქმიანობისათვის სჭირდება.
- სასამართლოსთვის მიმართვა აუცილებელი არ არის, თუკი მეუღლეთა შორის მიღწეული იქნება შეთანხმება, ანუ, პირველ ეტაპზე, მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფა ხდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით, ხოლო, თუკი ასეთი შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული, მაშინ – სასამართლოს მიერ.
სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში კი, უშუალოდ სასამართლო განსაზღვრავს, რომელი ნივთი რომელ მეუღლეს უნდა მიეკუთვნოს.
- პირველ ეტაპზე, უმჯობესი იქნება კონსულტაცია გაიაროთ ადვოკატთან და მიიღოთ სამართლებრივი რჩევები მისგან, რათა მაქსიმალურად დაცული და ინფორმირებული იყოთ, თუ როგორ უნდა წარმართოთ მთელი ეს პროცესი. ადვოკატთან საკითხის დეტალურად განხილვა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ის რისკები და მოსალოდნელი ზიანი, რომელიც შესაძლოა არაინფორმირებულობამ გამოიწვიოს.
Law Office/საადვოკატო ბიურო OK&CG
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა
გადასახადის ცნება, არსი და სახეები