- ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, გვაქვს მემკვიდრეობის ორი სახე. გარდაცვლილი პირის, იგივე მამკვიდრებლის ქონების გადასვლა სხვა პირებზე/მემკვიდრეებზე ხორციელდება 2 ფორმით - კანონით ან ანდერძით, ან კიდევ ორივე საფუძვლით.
აქვე მოკლედ რომ განვმარტოთ, კანონით მემკვიდრეობის შემთხვევაში, გარდაცვლილი პირის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე მოქმედებს მაშინ, როცა:
• მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი,
• ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს,
• ან კიდევ თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი.
- მემკვიდრეთა წრესთან დაკავშირებით, უნდა ვისაუბროთ ორი მიმართულებით, როგორც კანონით, ასევე ანდერძით მემკვიდრეობის შემთხვევაში.
კანონით მემკვიდრეობის დროს, მემკვიდრე სუბიექტთა წრეს მიეკუთვნებიან როგორც პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, ასევე, მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან.
ანდერძით მემკვიდრეობის შემთხვევაში კი, კანონის ჩანაწერის შესაბამისად, მემკვიდრეებს წარმოადგენენ პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, ასევე ისინი, რომლებიც ჩაისახნენ მის სიცოცხლეში და დაიბადნენ მისი გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად იმისა, მისი შვილები არიან ისინი.
გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ანდერძით მემკვიდრე, შესაძლოა იყოს იურიდიული პირიც, თუმცა აქ უნდა გავითვალისწინოთ ერთი ფაქტორი, რომ სამკვიდროს მისაღებად მოწვეული უნდა იქნას ისეთი იურიდიული პირი, რომელიც უკვე შექმნილი იყო სამკვიდროს გახსნის მომენტისთვის.
სწორად აღნიშნეთ. ანდერძით მემკვიდრეობა სწორედ რომ მამკვიდრებლის უფლებაა, თავის სიცოცხლეშივე განსაზღვროს და გადაწყვიტოს, ვის დარჩეს თავისი კუთვნილი ქონება გარდაცვალების შემდეგ.
ანდერძით მემკვიდრეობის შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, „პრივილეგია“ სწორედ ის არის, რომ მემკვიდრის განსაზღვრის დროს, მამკვიდრებელი შეზღუდული არ არის თავის მოქმედებასა და სურვილის რეალიზებაში.
დიახ, კანონით მემკვიდრეობის შემთხვევაში, უმთავრესი საკითხია მემკვიდრეთა რიგის განსაზღვრა. სამოქალაქო კოდექსი მემკვიდრეთა ხუთ რიგს იცნობს:
I რიგის კანონით მემკვიდრეებს წარმოადგენენ - გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები);
II რიგის მემკვიდრეები კი არიან გარდაცვლილის დები და ძმები;
III რიგის – ბებია და პაპა, ასევე, მათი დედ-მამა როგორც დედის, ისე მამის მხრიდან. ბებიისა და პაპის დედ-მამა კანონით მემკვიდრეებად მაშინ ჩაითვლებიან, თუკი სამკვიდროს გახსნის დროისათვის ბებია და პაპა ცოცხლები აღარ არიან;
IV რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ ბიძები (დედის/მამის ძმა), დეიდები და მამიდები;
ხოლო V რიგის კანონით მემკვიდრეები არიან – მამკვიდრებლის ბიძაშვილები, დეიდაშვილები და მამიდაშვილები, მათი არარსებობის შემთხვევაში - მათი შვილები.
კანონით მემკვიდრეთა რიგის განსაზღვრა მნიშვნელოვანია, რამდენადაც წინა რიგის თუნდაც ერთ-ერთი მემკვიდრის არსებობა გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრეობას.
- ძალიან კარგი კითხვაა. ასეთ შემთხვევაში ისინი სავალდებულო წილს მიიღებენ, თუმცა აქვე უნდა განვმარტოთ, რომ ასეთ პირთა წრე შემოსაზღვრულია და სავალდებულო წილი მხოლოდ პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებს მიემართება - გარდაცვლილის მეუღლეს, შვილსა და მშობელს.
რაც შეეხება ოდენობას, სავალდებულო წილი უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რომელსაც თითოეული მათგანი კანონით მემკვიდრეობის შემთხვევაში მიიღებდა.
Law Office/საადვოკატო ბიურო OK&CG
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა
გადასახადის ცნება, არსი და სახეები