შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან დამსაქმებელი და დასაქმებული.
ხოლო, კოლექტიური შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან ერთი ან მეტი დამსაქმებელი ან ერთი ან მეტი დამსაქმებელთა გაერთიანება და ერთი ან მეტი დასაქმებულთა გაერთიანება.
• ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას;
• შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;
• წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება;
• მხარეთა წერილობითი შეთანხმება;
• კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შესასრულებელ სამუშაოსთან შეუსაბამობა;
• ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა;
• დამსაქმებელი ფიზიკური პირის ან დასაქმებულის გარდაცვალება;
• სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.
დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მიერ მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.
დამსაქმებლის წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში დამსაქმებელს შეუძლია დამსაქმებლის გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.
კითხვების შემთხვევაში, ჩვენ დაგეხმარებით.
ვინ არის საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი?
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?