საზღვარგარეთ გამგზავრება პირობითი მსჯავრის დროს2696 2012.10.19
საზღვარგარეთ გამგზავრება პირობითი მსჯავრის დროს
თუ თქვენ გაქვთ პირობითი მსჯავრი, და აუცილებლათ გიწევთ საზღვარგარეთ გამგზავრება, იცოდეთ რომ ეს შესაძლებელია. თუმცა მთავარია ყველაფერი გააკეთოთ კანონიერად და გამორიცხოთ ყველანაირი თვითნებური ქმედება, რომ ამან შემდგომი გართულება არ გამიწვიოს. ღრმა და დეტალური ინფორმაციისთვის მოგახსენებთ, რომ “არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მიხედვით, საზღვარგარეთგამგზავრების თაობაზე, თქვენს წერილობით განცხადებას პრობაციის ოფიცრის შუამდგომლობით განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პრობაციის ბიუროს უფროსი პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმებით. პრობაციის ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება გეცნობებათ წერილობით, მის მიერ განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა.