ID ბარათის მიღება უკვე ფოსტითაა შესაძლებელი896 2012.10.19
ID ბარათის მიღება უკვე ფოსტითაა შესაძლებელი
იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო მოქალაქეებს ახალ სერვისს სთავაზობს, რომელიც დარწმუნებული ვარ პრაქტიკაში აქტიურად დაინერგება და მნიშვნელოვნად გაამარტივებს ბევრ პროცედურას. სერვისი იმაში მდგომარეობს, რომ ID ბარათისა და პასპორტის მიღების მსურველ მოქალაქეებს შეუძლიათ დოკუმენტის მისაღებად განაცხადი იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებში გააკეთონ, ხოლო დამზადებული დოკუმენტი დასახელებულ მისამართზემიიღონ ფოსტით. მათ ამ სერვისით სარგებლობისთვის, დოკუმენტის ღირებულებასთან ერთად, დამატებით ორი ლარის გადახდა მოუწევთ.