საზოგადოებრივი ექსპერტი ადმინისტრაციულ სამართალში2077 2012.10.19
საზოგადოებრივი ექსპერტი ადმინისტრაციულ სამართალში
ექსპერტის ინსტიტუტი ყველა სახის სამართალში გამოიყენება, რაც ხელს უწყობს ინფორმაციის მოძიების, და მისი უტყუარობის უზრუნველყოფას. ამ მხრივ არც ადმინისტრაციული კოდექსია გამონაკლისი. საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, საზოგადოებრივ ექსპერტად ჩაითვლება ფიზიკური ანიურიდიული პირი, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი სამეცნიერო-საკონსულტაციო (საექსპერტო) ორგანოები. ექსპერტად ჩაითვლება აგრეთვე საზოგადოებრივი საექსპერტო დაწესებულების წევრი. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიმართოს საექსპერტო დაწესებულებას ან საზოგადოებრივ ექსპერტს საექსპერტო დასკვნისათვის. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია წარუდგინოს ექსპერტს საექსპერტო დასკვნისათვის აუცილებელი ინფორმაცია. საზოგადოებრივი ექსპერტი ვალდებულია თავისი დასკვნა წარადგინოს კანონის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, საზოგადოებრივი ექსპერტის მიერ ვადის გაშვებამ არ შეიძლება დააბრკოლოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე დასკვნის წარმდგენი ექსპერტის ვინაობა აღინიშნება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში. საზოგადოებრივი ექსპერტი ვალდებულია მიუკერძოებლად და კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა. საზოგადოებრივი ექსპერტი თავისი მოვალეობის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის პასუხს აგებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.