იცავს თუ არა კანონი სამშენებლო ბიზნესს?1439 2012.10.19
იცავს თუ არა კანონი სამშენებლო ბიზნესს?
ახალი მშენებლობების წამოწყებამ თუ ძველი შენობების დემონტაჟ–რეკონსტრუქციამ, უკვე დიდი ხანია მაშტაბური ხასიათი მიიღო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. და რაღა თქმა უნდა ეს მნიშვნელოვანი სფეროც კანონის აქტიური რეგულირების საგანია. მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ისეთ კანონზ, როგორიცაა საქართველოს კანონი სამშენებლო საქმიანობის შესახებ დაგითხრათ, რომ სამშენებლო საქმიანობის ყველა მონაწილე ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა, სამშენებლო ნორმები, წესები და სტანდარტები, ტექნიკური პირობები; დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად აწარმოოს და წარადგინოს სტატისტიკური ანგარიშგება. დამკვეთმა საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის განსახორციელებლად უნდა შეარჩიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მენარდე, უზრუნველყოს მშენებლობის პროექტის ექსპერტიზა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აიღოს მშენებლობის დაწყების ნებართვა უფლებამოსილი ორგანოსაგან, დააფინანსოს შესრულებული სამუშაოები.

მშენებლობაში სამშენებლო მასალების, კონსტრუქციების, ნაკეთობებისა და სხვა სამშენებლო პროდუქციის გამოყენება დაიშვება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული სერტიფიკატითა და წესით. სამშენებლო საქმიანობა, მათ შორის, დამთავრებული შენობა-ნაგებობის საექსპლუატაციოდ მიღება წარმოებს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის მიერ დამტკიცებული სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად. რაც შეეხება სფეროს კოორდინირებას, იცოდეთ რომ სამშენებლო დარგში სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელია საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო, აფხაზეთში და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში – შესაბამისი უწყებები. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო ახორციელებს საპროექტო-სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავებასა და დამტკიცებას, ამ აქტების სავალდებულო მოთხოვნათა დაცვის სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას. სამშენებლო საქმიანობის სამართლებრივ რეგულირებას საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებენ საქართველოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები. აუცილებლათ გაითვალისწინეთ, რომ სახელმწიფო ორგანოებსა და თანამდებობის პირებს უფლება არა აქვთ ჩაერიონ სამშენებლო კომპლექსის მონაწილეთა სამეურნეო – საფინანსო საქმიანობაში, გარდა მაკონტროლებელი ორგანოებისა, რომელთაც კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ ეს უფლება. აქედან გამომდინარე, თავად შეგიძლიათ თქვენს სამშენებლო საქმიანობაში ჩაახედოთ მხოლოდ ის პირები, რომლებსაც ამის უფლებას კანონი ანიჭებს და გამორიცხოთ უცხო პირების მონაწილეობა. თუმცა, თქვენ რაღა თქმა უნდა მოგიწევთ კანონის სრული დაცვა.