ყურადღება! იყოლიეთ პირადი საგადასახადო მრჩეველი!1146 2012.10.19
ყურადღება! იყოლიეთ პირადი საგადასახადო მრჩეველი!
გადასახადები – ეს საკითხი აქტუალურობასთან ერთად პრობლემატურ სტატუსსაც არ კარგავს. დაჩვენ ყველას, როგორც გადასახადების გადამხდელებს რომ გვაკისრია უამრავი ვალდებულებები, გვაქვს ისეთი უფლებებიც რომლებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ იმისთვის რომ კანონით დაკისრებული მოვალეობა უფრო ჯეროვნად და სწორად შევასრულოთ. თუ ხართ საქმის კურსში რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ უფლებათა განხორციელებისას და დაწესებულ ვალდებულებათა შესრულებისას საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობის ხელშეწყობისმიზნით, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ისარგებლოს პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურებით?