1101
2012.10.19
73 პრობაციონერს პირობითი მსჯავრი გაუუქმდა
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია შეიკრიბა და 73 პრობაციონერისთვის პირობითი მსჯავრის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
კომისიის წევრებმა იმ მსჯავრდებულთა განცხადებები განიხილეს, რომელთაც გამოსაცდელი ვადის არანაკლებ ნახევარი აქვთ მოხდილი.
როგორც სამინისტროში იუწყებიან, საკითხის გადაწყვეტის დროს ყურადღება ინდივიდუალური მიდგომის შედეგად გამოვლენილ რისკ-ფაქტორებს მიექცა.
ცნობისთვის, პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიაშიშედიანსამინისტროს ცენტრალური აპარატის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, იუსტიცის უმაღლესი საბჭოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
5 წევრიანი კომისია პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლეობის მოხსნის საკითხს სასამართლო რგოლის გარეშე წყვეტს.
პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა კომისიის სხდომა თვეში ერთხელ იმართება.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, აღნიშნული სიახლე პრობაციის ეროვნულ სააგენტოში დანერგილი ინდივიდუალური მიდგომის რეფორმის ფარგლებში განხორციელდა.