როგორ ხდება ქონების დამადასტურებელი ცნობის მიღება არქივიდან?911 2012.10.19
როგორ ხდება ქონების დამადასტურებელი ცნობის მიღება არქივიდან?
როგორც იცით, კანონი აქტიურად იცავს თქვენს ქონებრივ უფლებებს. ეს სფერო ერთ–ერთი პრიორიტეტია მსოფლიოს მაშტაბით. თქვენ გაქვთ უფლება იქონიოთ პირადი საკუთრება რა თქმა უნდა კანონიერების ფარგლებში, და შესაბამისი უფლების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე. საქართველოში აქტიურად ფუნქციონირებს ისეთი დაწესებულება, როგორიცაა საქართველოს ეროვნული არქივი დააქ დაცულია მრავალი სახის ინფორმაცია, რომელთა ერთ ერთი კატეგორიაც არის 1835-1921 წწ. თბილისის და 1868-1999 წწ. ქუთაისის საგუბერნიო სანოტარო კანტორისა და ქალაქის თვითმმართველობის ფონდების ქონებრივი ხასიათის ინფორმაცია – ბინებისა და მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვის, შენობა-ნაგებობების პროექტებისა და ცალკეულ პირებზე რიცხული ქონების (ქონების ჩამორთმევა, გაცვლა, ნაჩუქრობა, ანდერძი, მემკვიდრეობა, ნასყიდობის ხელშეკრულება, არქიტექტორის ბრძანება, პროექტები და ა.შ.) შესახებ.