ამომრჩეველთა წინასაარჩევნო რეგისტრაცია „Facebook“–ზე ???961 2012.10.19
ამომრჩეველთა წინასაარჩევნო რეგისტრაცია „Facebook“–ზე ???
დღესდღეობით სოციალური ქსელები რომ უდიდეს ადგილს იკავებენ ჩვენს ცხოვრებაში კითხვისნიშანს უკვე აღარავისთვის წარმოადგენს. ეს ხომ ოცდამეერთე საუკუნის სამყაროა, სადაც ადამიანები იღებენ ახალ ინფორმაციას ნებისმიერ საკითხზე, ეკონტაქტებიან ერთმანეთს, აქვე ერთობიან, აფიქსირებენ საკუთარ აზრს, შეხედულებებს, ხშირად გადმოსცემენ უარყოფით თუ დადებით ემოციებს… და ჩნდება კითხვა – სადამდე გაღრმავდება სოციალური ქსელის მნიშვნელობა ჩვენს ცხოვრებაში, კიდევ რისი გადატანა მოგვიწევს ვირტუალურ სამყაროში? ამის საპასუხოდ, მინდა ერთი საინტერესო სიახლე გაგაცნოთ, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ შევიტყვე. ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი ვაშინგტონში ამოქმედდა ახალი პროგრამა, რომლითაც წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის რეგისტრაცია უკვე სოციალურ ქსელ „Facebook“–ით მოხდება. უფრო მეტიც, ამ პროგრამით არა მხოლოდრეგისტრაცია, არამედ სრულიად მოსახლეობის ინფორმირებაც მოხდება ნებისმიერ, არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე.