რატომ უნდა დარწმუნდეთ სურსათის უვნებლობაში ყოველ ჯერზე?856 2012.10.19
რატომ უნდა დარწმუნდეთ სურსათის უვნებლობაში ყოველ ჯერზე?
საკვები ყოველდღიური მოხმარების პროდუქტია, რომელიც ადამიანის უპირველესი მოთხოვნილებების სიაში შედის. კითხვისნიშანს არ ბადებს ის ფაქტი, რომ საკვები ყოველთვის სუფთა და ვარგისი უნდა იყოს, რათა საფრთხე არ შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. სწორედ ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად, საქართველოს კანონით, სურსათისუვნებლობისა და ხარისხის შესახებ – გათვალისწინებული ზომები უნდა ეფუძნებოდეს რისკის შეფასებას იმ შემთხვევის გარდა, როდესაც შექმნილი განსაკუთრებული გარემოებები არ იძლევა ამის შესაძლებლობას. რისკის შეფასება ეფუძნება მეცნიერულად დასაბუთებულ შედეგებსა და მონაცემებს და ხორციელდება დამოუკიდებლად, ობიექტურად და გამჭვირვალედ.