რა სახის კონსულტაცია შეიძლება გაეწიოს დანაშაულის მსხვერპლს867 2012.10.19
რა სახის კონსულტაცია შეიძლება გაეწიოს დანაშაულის მსხვერპლს
ხშირ შემთხვევაში საკმაოდ ბევრ გაუგებრობასა და პრობლემას იწვევს საზოგადოების არაინფორმირებულობა ზოგ საკანონმდებლო საკითხებში. ეს განსაკუთრებით პრობლემატური ხდება მაშინ, როდესაც საქმე ეხება სისხლის სამართლებრივი დანაშაულის მსხვერპლს. არაინფორმირებულობას ამ შემთხვევაში ის სტრესიც ემატება, რომელიც მანდანაშაულის დროს მიიღო და მისი შემდგომი რეაბილიტაცია და გამოძიებასთან თანამშრომლობა აუცილებლობას წარმოადგენს. საქართველოს პროკურატურას გააჩნია დანაშაულის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცენტრები. დაზარალებულს შეუძლია მიმართოს აღნიშნულ ცენტრებს და მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაციული დახმარება.