საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა ონლაინ რეჟიმშიც შეგიძლიათ1053 2012.10.19
საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა ონლაინ რეჟიმშიც შეგიძლიათ
თუ გაქვთ სურვილი და საჭიროება, გაიაროთ საკონსულო შემოწმება, და არ გაქვთ დრო რომ მიაკითხოთ შესაბამის დაწესებულებას, გეტყვით რომ ამ პროცედურის გავლა თქვენ ონლაინ რეჟიმში, სახლიდან გაუსვლელადაც შეგიძლიათ. ამისთვის საჭიროა იუსტიციის სახლის ვებ-გვერდზე შეავსოთ ელექტრონული განცხადება, ატვირთოთ თქვენი ბიომეტრიული ფოტოსურათი, დაუკავშირდეთდისტანციური მომსახურების სამსახურის ოპერატორს და პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის რეჟიმში გამოხატოთ თქვენი ნება საკონსულო აღრიცხვაზე დადგომასთან დაკავშირებით. გეტყვით იმასაც, რომ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე უფლებამოსილია დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე, და ამ მხრივ არ არის არანაირი შეზღუდვა.