როგორ რეგისტრირდება ყადაღა ქონებაზე?1117 2012.10.19
როგორ რეგისტრირდება ყადაღა ქონებაზე?
როგორც ყველასთვის ცნობილია, ყადაღა წარმოადგენს საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ერთ-ერთ სახეს, რომელიც რეგისტრაციის მომენტიდან გამორიცხავს ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სხვა რაიმე უფლების/ვალდებულების ან საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციას. ყოველთვის სამწუხაროა როდესაც დგება საჭიროებაისეთი უკიდურესი ზომების მიღებისა, როგორიცაა ქონების დაყადაღება. სანამ საქმე ამ უკიდურესობამდე მივიდოდეს, ალბათ აჯობებს ყველანაირი სამართლებრივი ბერკეტი და რესურსი გამოიყენოთ მის თავიდან ასაცილებლად და პრობლემის მოსაგვარებლად. თუმცა თუ საქმე მაინც დაყადაღებამდე მივიდა, მაშინ სამართლებრივი პროცესი თქვენგან დამოუკიდებლად შეიძლება წარიმართოს და სასამართლოს გადაწყვეტილებით დაიწყოს ქონების დაყადაღების მსვლელობა.