რა სპეციფიკით ხასიათდება კოლექტიური შრომითი ხელშეკრულება1248 2012.10.19
რა სპეციფიკით ხასიათდება კოლექტიური შრომითი ხელშეკრულება
შრომითი ურთიერთობისას ფორმდება კანონთან შესაბამისობაში მყოფი ხელშეკრულება დამსაქმებელს და დასაქმებულს შორის. ამ ხელშეკრლების შინაარსი ინდივიდუალურ მოთხოვნებს არის მორგებული და გათვალისწინებულია ორივე მხარის ინტერესები. კანონი კი თავის მხრივ გვაძლევს შესაძლებლობას, გაფორმდეს არა მხოლოდ ინდივიდუალური, არამედ კოლექტიური ხელშეკრულება. მინდა გაგაცნოთ როგორი სპეციფიკით ხასიათდება ეს პროცედურა. საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, კოლექტიური ხელშეკრულება იდება დამსაქმებელსადა ორ ან მეტ დასაქმებულს – დასაქმებულთა გაერთიანებას შორის. იგი ეფუძნება იმავე პრინციპებს, რომლებსაც ინდივიდუალური ხელშეკრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ აქაც დაცულია თითოეული დასაქმებულის ინდივიდუალური უფლებები.