რა შემთხვევებში საჩივრდება განაჩენი საკასაციო წესით778 2012.10.19
რა შემთხვევებში საჩივრდება განაჩენი საკასაციო წესით
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც, კასატორის აზრით, უკანონოა. განაჩენი კი უკანონოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ არსებითად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რაც არგამოუვლენია პირველი ინსტანციის ან სააპელაციო სასამართლოს ან რაც მან დაუშვა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს; მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიეცა; ანდა გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას.