რატომ უნდა გადაიხადოთ ადმინისტრაციული ჯარიმა დროულად?1418 2012.10.19
რატომ უნდა გადაიხადოთ ადმინისტრაციული ჯარიმა დროულად?
როგორც ყველასთვისაა ცნობილი, ადმინისტრაციული ჯარიმა არის აღსრულება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, თანხის ამოღების საკითხში. იუსტიციის სახლი ახორციელებს ისეთი ადმინისტრაციული ჯარიმების აღსრულებას, როგორიცაა:
  • შპს. “სითი პარკის” ჯარიმა
  • საპატრულო პოლიციის ჯარიმა
  • პრობაციის ეროვნული სააგენტოს ჯარიმა
  • სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის მიმართ ჯარიმა
  • გარემოს დაცვის ინსპექციის ჯარიმა
  • შპს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია-ავტობუსის ჯარიმა
  • საქართველოს ეროვნული ბანკის ჯარიმა
  • მერიის ზედამხედველობის სამსახურის ჯარიმა
  • სს `თელასის” ჯარიმა
  • სს `ყაზტრანსგაზის” ჯარიმა
  • სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი(განკარგულება დაჯარიმების შესახებ)

თუ თქვენ კანონიერ ძალაში შესული დადგენილების შესრულებას არ მოახდენთკანონით დადგენილ ვადაში, მაშინ დადგენილების გამომტანი ორგანო სააღსრულებო ფურცელს გადაააგზავნის იუსტიციის სახლში, დადგენილების იძულებითი აღსრულების მიზნით. რაც შეეხება გადაუხდელობის შედეგებს. წინადადების ჩაბარებიდან 7(შვიდი) დღის ვადაში, მითითებული თანხა, უნდა ჩარიცხოთ წინადადებაში მითითებულ ანგარიშზე და იუსტიციის სახლში წარადგინოთ გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღმასრულებელი უფლებამოსილია გამოიყენოს კანონით მინიჭებული იძულებითი ღონისძიებები. ტანხის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, აღსრულების იძუილების წესით განხორციელებასთან ერთად, თქვენ დაგემატებათ საურავი:

  • 100 ლარამდე ოდენობის ჯარიმის/საურავის შემთხვევაში – ჯარიმის/საურავის თანხის 25%, მაგრამ არანაკლებ 20 ლარისა;
  • 100-დან – 200 ლარამდე ოდენობის ჯარიმის/საურავის შემთხვევაში – ჯარიმის/საურავის თანხის 20%, მაგრამ არანაკლებ 30 ლარისა;
  • 200-დან – 500 ლარამდე ჯარიმის/საურავის შემთხვევაში – ჯარიმის/საურავის თანხის 15%, მაგრამ არანაკლებ 40 ლარისა;
  • 500 ლარის და მეტი ჯარიმის/საურავის შემთხვევაში – ჯარიმის/საურავის თანხის 7 %, მაგრამ არანაკლებ 50 ლარისა.

იყავით ყურადღებით და არ გამოგრჩეთ გადახდის ვადა. ამან შეიძლება ბევრად მეტი პრობლემის წინაშე დაგაყენთ, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. დაიცავით კანონით განსაზღვრული მოთხოვნები და იქნებით დაცული. ((წყარო:http://house.gov.ge/))