1129
2012.10.19
სახელმწიფო ბაჟის ამოღების წესი
მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო ბაჟი გულისხმობს აღსრულებას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, თანხის ამოღებისსაკითხში. გეტყვით იმასაც, რომ აღნიშნული სერვისი კრედიტორისთვისაა განკუთვნილი, რომელსაც წარმოადგენს ის სასამართლო, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზედაც წარმოებს აღსრულება. ხოლო რაც შეეხება განმცხადებელს სერვისზე, იგი შეიძლება იყოს ის სასამართლო, რომელიც გასცემს სააღსრულებო ფურცელს. სასამართლო, გადაწყვეტილებასა და სააღსრულებო ფურცელს გადააგზავნის იუსტიციის სახლში. აღმასრულებელი, საქმის წარმოებაში მიღებიდან, არა უგვიანეს 5 დღისა გამოგიგზავნით შეტყობინებას 7 დღის ვადაში გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი შესრულების შესახებ და ამასთან, დაუყოვნებლივ მოახდენს თქვენს მოვალეთარეესტრში რეგისტრაციას. რაც გულისხმობს იმას, რომ მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციისთანავე შეგეზღუდებათ რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავ/მოძრავი ქონების და სხვა არამატერიალური სიკეთის განკარგვის უფლება. აღნიშნული შეზღუდვა ნიშნავს იმას, რომ თქვენ ვერ დატვირთავთ უვლებრივად ამ ქონებას. აღმასრულებელი აგრეთვე დაიწყებს თქვენს სახელზე დარიცხულ ყვეანაირ უძრავ/ მოძრავი ქონების მოძიებას. 7 დღის ვადაში სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ბაჟის გადახდის შემთხვევაში, თქვენ ვალდებულიხართ აღნიშნული ფაქტი შეატყობინოთ აღმასრულებელს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გაგრძელდება”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონით გათვალისწინებული იძულებითი ღონისძიებები. გაითვალისწინეთ და კარგად დაიმახსოვრეთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება ბაჟის დაკისრების თაობაზე შესასრულებლად სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისთვის.
((წყარო:http://house.gov.ge))