961
2012.10.19
2012 წლის ამბასადორიალის მიზნები და მნიშვნელობა
საერთაშორისო სამართალი, პოლიტიკა, საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებები, ქვეყნის მთლიანობა და უსაფრთხოება, სუვერენიტეტი… და კიდევ უამრავი საკითხი, რომელიც მუდამ ქვეყანათშორისი განხილვის საგანია. ეს ხომ ერთი დიდი სისტემაა, რომლის წევრსაც თითოეული სახელმწიფო წარმოადგენს. საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ აქამდეც არა ერთხელ გვისაუბრია და მიგვიღია ინფორმაცია. განგვიხილავს რატიფიცირებული საერთაშორისო დოკუმენტები თუ მათი მოთხოვნების დაცვით შემუშავებული შიდა კანონმდებლობა. თუმცა საქმე მხოლოდ ხელმოწერილ დოკუმენტებში როდია.
თითოეული დეტალი ხომ საფუძვლიან განხილვასა და მსჯელობას საჭიროებს, როგორც კანონმდებელთაგან, ასევე დიპლომატიური კორპუსისგან. ამბასადორიალი– ეს არისსაზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და მისიების ხელმძღვანელების ყოველწლიური შეკრება, რომელიც თბილისსში იმართება. წელს ამ ღონისძიებას საქართველოს დედაქალაქი 5–დან 7 სექტემბრამდე უმასპინძლებს. ამბასადორიალის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოში განხორციელებული ცვლილებებისა და რეფორმების გაცნობა, ასევე სამომავლო გეგმების და მიმართულებების არჩევა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ეწვევა ნატოს გენერალური მდივანი ანდერს გოფ რასმუსენი, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე პოლონეთის, ფიჯისა და არგენტინის მაღალჩინოსნები. ისინი შეხვდებიან საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობის სხვა წევრებს. საქართველოში ასევე ჩამოვლენ ქვეყნის ყველა დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები. ამბასადორიალი სწორედ იმ ღონისძიებათაგანია, რომელსაც გარკვეული შემაჯამებელი ფუნქცია აქვს. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის დახვეწის კუთხით და სხვა სახელმწიფოებთან დიალოგით განიხილავს საკვანძო საკითხებს და სახავს პრიორიტეტებს.