იკრძალება თუ არა მიშენება საცხოვრებელ სახლზე?4842 2012.10.20
იკრძალება თუ არა მიშენება საცხოვრებელ სახლზე?
საცხოვრებელი სახლის უკეთ, უფრო კონფორტულად კეთილმოწყობა ხომ თითოეული ჩვენგანის უდიდესი სურვილია და ამისთვის მრავალ გზასა და ხერხს ვეძებთ. ვაშენებთ, ვარემონტებთ, ვამატებთ ვაფორმებთ. ეს ხომ ჩვენი საკუთრებაა და მისი სურვილისამებრ მოწყობაც ხომ ჩვენი უფლებაა. თუმცა მინდა თქვენი ყურადღება ახლა ისეთ საკითხზე შევაჩერო რომელიც ძალიან არის გავრცელებული როგორც ჩვენს დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. ეს საკითხი კი რაღა თქმა უნდა პირველ რიგში მიშენება–დაშენებაა. თუ ხართ საქმის კურსში, რომ მიშენება–დაშენება ნებადართულია მხოლოდინდივიდუალურსაცხოვრებელსახლებსადასაზოგადოებრივიდანიშნულებისობიექტებზე?

ნებართვის ასაღებად მიმართეთ თბილისის არქიტექტურის სამსახურს. თქვენ გაივლით სამ სავალდებულო ეტაპს: 1. ქალაქმშენებლობითი პირობების მომზადება; 2. პროექტის შეთანხმება; 3. ნებართვის აღება. მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე აკრძალულია ყოველგვარი მიშენება-დაშენება.ეს რა თქმა უნდა ის საკითხია რომელიც ყველას გვადარდებს და გვაინტერესებს. თუმცა გარე მიშენება ხომ არა მხოლოდ ჩვენ გვეხება. აქ გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც ქალაქის, ასევე შენობის არქიტექტურა და მაცხოვრებლების ინტერესებიც. კიდევ ერთი, არა ნაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი. ეს არის საცხოვრებელ სახლში შესასვლელი კარის ჩაჭრა. ამისთვის მიმართეთ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და წარადგინეთ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
  • თანამესაკუთრეების არსებობის შემთხვევაში თანამესაკუთრეების თანხმობა ნოტარიულად დამოწმებული;
  • სრული არქიტექტურული პროექტი:
  • არსებული შენობის ფოტო სურათი,
  • განმარტებითი ბარათი,
  • სატიტულო ფურცელი,
  • არსებული გეგმა,
  • პერსპექტიული გეგმა,
  • არსებული ფასადის გეგმა,
  • პერსპექტიული ფასადის გეგმა,
  • არსებული შენობის ჭრილი,
  • შენობის პერსპექტიული ჭრილი,
  • ფოტო-მონტაჟი,
  • სიტუაციური გეგმა მასშტაბით: 1:500 და 1:2000.

საბუთების სია მართლაც დიდია, მაგრამ ამას საჭიროება მართლაც მოითხოვს. შეიძლება თქვენც აღმოჩნდეთ ისეთი მეზობლის ინტერესების მსხვერპლი, რომელმაც თავის მიშენებით ან თუნდაც საცხოვრებელ სახლში შესასვლეი კარის ჩაჭრით, თქვენს პირად საკუთრებას მიაყენოს ზიანი ან ხელი შეგიშალოთ მისით სარგებლობაში. ამიტომაცაა საჭირო საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინება და კანონის მოთხოვნების დაცვა, რათა არც თქვენი და არც სხვისი უფლებების დარღვევა არ მოხდეს.