რელიგიის თავისუფლება თუ დასჯადი დანაშაული?919 2012.10.20
რელიგიის თავისუფლება თუ დასჯადი დანაშაული?
ქართველები ხომ ერთ–ერთი იმ ერთაგანი ვართ, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში სწორედ საკუთარი რელიგიის დაცვისთვის გამოვიარეთ უამრავი ტანჯვა, ჩვენს წინააღმდეგ განხორციელებული სისასტიკის მიუხედავად არ გავტყდით, და რწმენა მთელი თავისი სიწმინდით შევინარჩუნეთ. დრო გავიდა. ოცდამეერთე საუკუნის ცხოვრება კი თითქოს მკვეთრად განსხვავებულია წინა საუკუნეებისგან. რელიგიის თავისუფლებაც იმდენად არის ხაზგასმული, რომ ყველას საკუთარი სურვილის და რწმენისამებრ შეუძლია ცხოვრება. კანონები და კონვენციებიც ხომ მუდამ ამ თავისუფლებებს გვანიჭებენ. მაგრამ… ყველამ ვიცით და თვალნათლივ ვხედავთ, რომ რწმენა, რაც თითქოს თითოეული ადამიანის შინაგან სამყაროზე მიუთითებს, ისევდაპირისპირების და მუდმივი ბრძოლის საგანი ხდება.