ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპული წესები976 2012.10.20
ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპული წესები
ბუღალტერია, ეს ხომ ბიზნესისთვის უმნიშვნელოვანესი დარგია. საქართველო აღიარებს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს. მსურს გაგაცნოთ საქართველოს კანონით – ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ – გათვალისწინებული რამდენიმე პრინციპული ნორმა, რომელიც მოიცავს წესებს როგორც სამეწარმეო იურიდიული პირებისთვის, ასევე ინდივიდუალური მეწარმეებისთვის. ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სფეროში სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანო არის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რომლის კომპეტენციაა საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ნორმებისა და წესების დამტკიცება, შესაბამისი ინსტრუქციების, მითითებების გამოცემა და მათი პრაქტიკაში დამკვიდრება.