სასჯელის შემსუბუქების მიზნები და პროცედურა879 2012.10.20
სასჯელის შემსუბუქების მიზნები და პროცედურა
სასჯელი, როგორც აქამდეც არა ერთხელ აღმინიშნავს, ეს არის მზადება სრულფასოვანი ცხოვრების დაბრუნებისთვის და უმთავრეს მიზნად ისახავს პატიმრისგან ბრალის გაცნობიერებასა და გამოსწორების მცდელობას. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებას და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლას. ამ საკითხზე მუშაობს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, სპეციალურად შექმნილი საბჭოები და ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, იუსტიციის საბჭოსა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.