ფალსიფიკაციისგან თავის დაცვის სამართლებრივი ბერკეტები1546 2012.10.20
ფალსიფიკაციისგან თავის დაცვის სამართლებრივი ბერკეტები
მსურს იმ საერთაშორისო ხასიათის პრობლემაზე გესაუბროთ, რომელსაც ფალსიფიკაცია ჰქვია. სალექსიკონო განმარტებით, ფალსიფიკაცია ეს არის ლათინური სიტყვა falsifico, რომელიც ითარგმნება როგორც – ვაყალბებ. სწორედაც, ყველანაირი ფალსიფიცირებული საქონელი არის არაფერი სხვა, თუ არა სიყალბე. და რა თქმა უნდა რომ ამ ფაქტს უნდა ვებრძოლოთ. პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ იმ სამართლებრივი ბერკეტების შესახებ, რაც პატენტის მფლობელს იცავს ფალსიფიკაციისგან. პირველ რიგში ეს არის საქართველოს სისხლის სამართალი, რომლის მიხედვითაც ფალსიფიკაცია დანაშაულის სტატუსს იძენს.