რა იცით სახელმწიფო ქონების შესახებ?890 2012.10.20
რა იცით სახელმწიფო ქონების შესახებ?
საკუთრების უფლება რომ შეუვალი და ხელშეუხელებლი უნდა იყოს, ეს არა მხოლოდ ჩვეულებრივი კანონი, არამედ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტია. მეტ–ნაკლებად ვიცით და გავერკვიეთ თუ როგორ უნდა დავიცვათ იგი გარეშე პირებისგან და ასევე ვიცით ჩვენი მოვალეობები და შეზღუდვები სხვის ქონებასთან მიმართებაში. თუმცა არის ერთი საკითხი, რომელიც მუდამ იწვევს ინტერესს. ეს საკითხია სახელმწიფო ქონების არსებობა, მისი გამოყენებისა და მართვის ბერკეტები. საქართველოში მოქმედებს კანონი – სახელმწიფო ქონების შესახებ. ეს კანონი აწესრიგებსსაქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.