971
2012.10.20
პატიმრობით შეუზღუდავი თავისუფლება
“პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია.” სწორედ ამ სიტყვებით იწყება საქართველოს პატიმრობისკოდექსი და ამ წინადადებაშივეა განსაზღვრული მთელი კოდექსის მიზნები. რესოციალიზაცია და შემდგომი დანაშაულის თავიდან აცილება იმდენად არის წინა პლანზე წამოწეული რომ უდიდეს მნიშვნელობასა და აზრს იძენს. მსურს გაგაცნოთ კანონითგათვალისწინებული დებულებები იმის შესახებ, თუ რა კონკრეტულ მიზნებს ისახავს თავისუფლების იძულებითი აღკვეთა.
როგორც პატიმრობის კოდექსი გვამცნობს – საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდებაკანონიერების,ჰუმანიზმის,დემოკრატიულობის,კანონისწინაშეთანასწორობისადასასჯელისინდივიდუალიზაციისპრინციპებზედაყრდნობით.ეს პრინციპებიკი პირველ რიგშია გასათვალისწინებელი, რადგან თავისუფლების აღკვეთით არა თუ შეიბღალოს ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, არამედ ხელი შეუწყოს მათ განმტკიცებას. თავისუფლების აღკვეთის აღსრულების საფუძველია სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა. სასამართლო კი გადაწყვეტილებას იღებს კანონიდან გამომდინარე და დაუშვებელია მისი შემდგომი აღსრულება კანონის დარღვევით. კანანონის თქმით –სახელმწიფოუზრუნველყოფსბრალდებულისადამსჯავრდებულისკანონიერიუფლებებისადათავისუფლებების,ასევემათისამართლებრივი,სოციალურიდაპირადიუსაფრთხოებისდაცვას,პატიმრობისადათავისუფლებისაღკვეთისაღსრულებას. აქვე მსურს ის უფლებები გაგაცნოთ,რომლითაც პატიმარს აქვს სარგებლობის უფლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს:
საცხოვრებელი სადგომით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, შრომით, შრომისა და პირადი უსაფრთხოებით;
სამედიცინო მომსახურებით;
ახლო ნათესავებთან შეხვედრით (პაემნით), დამცველთან, საკონსულოს და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის) შეხვედრით;
სატელეფონო საუბრებით და მიმოწერით;
ამანათებისა და ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნით;
უფასო იურიდიული დახმარებით და სამართლებრივი კონსულტაციებით;
მიიღოს ზოგადი და პროფესიული განათლება;
მონაწილეობა მიიღოს სპორტულ, კულტურულ, აღმზრდელობით და რელიგიურ ღონისძიებებში;
მიიღოს ინფორმაცია პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, ისარგებლოს მხატვრული და სხვა ლიტერატურით;
ეწეოდეს ინდივიდუალურ საქმიანობას და პატიმრობის/ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციის კონტროლით იქონიოს ამისათვის საჭირო ინვენტარი;
შეიტანოს მოთხოვნა, საჩივარი;
ყოველდღიურად არანაკლებ 1 საათისა იმყოფებოდეს სუფთა ჰაერზე (ისარგებლოს გასეირნების უფლებით);
განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დროებით დატოვოს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება.
მსჯავრდებული დამატებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სარგებლობს: სარეაბილიტაციო პროგრამებით სარგებლობის უფლებით და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით. კანონი დაგვიცავს იმ შემთხვევაში თუ ჩვენ დავიცავთ მისმოთხოვნებს.