კონსტიტუციით განსაზღვრული “სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობა”2395 2012.10.20
კონსტიტუციით განსაზღვრული “სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობა”
ქვეყნისათვის უმთავრეს და ძირითად პრინციპებს სწორედ მისი კონსტიტუცია მოიცავს. მასშია თავმოყრილი ქვეყნის მართვისა და განვითარების ბერკეტები. დღეს მსურს თქვენი ყურადღება გავამახვილო საქართველოს კონსტიტუციის მესამე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს თუ რა მიეკუთვნება საქართველოს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ კომპეტენციას. ეს ის საკითხებია, რომლებიც მკაცრად არის რეგულირებული არა ერთი უწყების მიერ და მათი დაცვის უზრუნველყოფაც სახელმწიფოს ევალება. მსურს გაგაცნოთ ამ კომპეტენციათა ჩამონათვალი: კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეობის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, ემიგრაციისა და იმიგრაციის, ქვეყანაში შემოსვლისა და გასვლის, საქართველოში სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დროებით ან მუდმივად ყოფნის შესახებ;
  • სახელმწიფო საზღვრების სტატუსი, რეჟიმი და დაცვა; ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სტატუსი, მათი დაცვა;
  • სახელმწიფოს თავდაცვა და უშიშროება, სამხედრო ძალები, სამხედრო მრეწველობა და იარაღით ვაჭრობა;
  • ომისა და ზავის საკითხები; საგანგებო და საომარ მდგომარეობათა სამართლებრივი რეჟიმის დადგენა და შემოღება;
  • საგარეო პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობანი;
  • საგარეო ვაჭრობა, საბაჟო და სატარიფო რეჟიმები;
  • სახელმწიფო ფინანსები და სახელმწიფო სესხი; ფულის მოჭრა; საბანკო, საკრედიტო, სადაზღვევო და საგადასახადო კანონმდებლობა;
  • სტანდარტები და ეტალონები; გეოდეზია და კარტოგრაფია; ზუსტი დროის დადგენა; სახელმწიფო სტატისტიკა;
  • ერთიანი ენერგეტიკული სისტემა და რეჟიმი; კავშირგაბმულობა; სავაჭრო ფლოტი; გემთა ალმები; საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნავსადგურები, აეროპორტები და აეროდრომები; საჰაერო სივრცის, ტრანზიტისა და საჰაერო ტრანსპორტის კონტროლი, საჰაერო ტრანსპორტის რეგისტრაცია; მეტეოროლოგიური სამსახური; გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების სისტემა;
  • სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რკინიგზა და საავტომობილო გზები;
  • თევზჭერა ოკეანესა და ღია ზღვაში;
  • სასაზღვრო-სანიტარიული კორდონი;
  • ფარმაცევტული პრეპარატების კანონმდებლობა;
  • კანონმდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციისა და აკადემიური ხარისხების შესახებ;
  • ინტელექტუალური საკუთრების კანონმდებლობა;
  • ავაჭრო, სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლის, ადმინისტრაციული და შრომის სამართლის, სასჯელის აღსრულებისა და საპროცესო კანონმდებლობა;
  • კრიმინალური პოლიცია და გამოძიება;
  • მიწის, წიაღისეულის და ბუნებრივი რესურსების კანონმდებლობა.
  • როგორც დაინახეთ ჩამონათვალი მართლაც ვრცელია, და თანაც უამრავ საკითხს მოიცავს. კანონის შემუსავება, მისი დაცვა, კონტროლი, სასამართლო პროცესი, სამინისტროთა გამართული და ნაყოფიერი მუშაობა კომპეტენციის ფარგლებში….. ეს არის საკითხები, რომლებიც ქმნის და მოძრავებს ქვეყანას.