კვალიფიციური იურიდიული მომსახურება უკვე ხელმისაწვდომია!826 2012.10.24
კვალიფიციური იურიდიული მომსახურება უკვე ხელმისაწვდომია!
საადვოკატო ბიურო „ოთარ კაჭკაჭაშვილი და კონსულტანტთა ჯგუფი“ წლების მანძილზე წარმატებით მოღვაწეობს ქართულ სამართლებრივ სივრცეში. ბიურო ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უწევს წარმომადგენლობით მომსახურეობას სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, საგადასახადო, ფინანსურ საკითხებზე სასამართლოში, არბიტრაჟში, მესამე პირებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებში.იგი სამართლებრივ დახმარებას უწევს კლიენტებს დოკუმენტების მომზადებაში,ეწევა უფასო კონსულტაციას, როგორც პირადად, ოფისში გასაუბრებით, ასევე ონ–ლაინ რეჟიმში. ჩვენი ბიურო გუნდურად მუშაობს იმისთვის, რომ მომსახურეობა ჩვენი კლიენტებისთვის სიმყუდროვისა და დაცულობის გარანტია იყოს. ბიუროს საქმიანობა ეფუძნება სანდოობის პრინციპს, საქმისადმი თავდადებას, კლიენტებისათვის კომფორტული გარემოს შექმნას. იგი გამოირჩევა მომსახურეობის მაღალი ხარისხით, მოქნილობით და სისწრაფით.