განათლების ხარისხის განვითარება მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად1613 2012.11.04
განათლების ხარისხის განვითარება მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად
მსოფლიოს მოთხოვნები და განვითარების ტემპები დღითიდღე იზრდება და საზოგადოებასაც უწევს მსგავსი სისწრაფით ადაპტირება. სტანდარის ცვლილებასთან ერთად საჭირო ხდება განათლების ხშირი რეფორმა, წინსვლა და განვითარება, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებმა შეძლონ პროფესიონალების აღზრდა. კანონიც ხელს უწყობს განათლების სისტემის მუდმივი განვითარების პროცესს და აყალიბებსდებულებებს, რომლის მიხედვით მოქმედებაც სავალდებულოა. საქართველოს კანონის – განათლების ხარისხის განვითარების შესახებ – მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. იგი ახორციელებს შემდეგ საქმიანობებს: ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რა მიზნითაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას; ახორციელებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას, მათ შორის, ლეგალიზაციასა და აპო­სტილით დამოწმებას; ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; აწარმოებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრს; ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. განათლების სფეროში მსურს კიდევ ერთ კანონზე გავამახვილო თქვენი ყურადღება და მისი მიზნები და ფუნქციებიც გაგაცნოთ. ეს არის საქართველოს კანონი სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ, რომელიც მიზანსაც წარმოადგენს საქართველოში სპეციალური პროფესიული განათლების განხორციელების პროცესის მოწესრიგება, სპეციალური პროფესიული განათლების მიღების წესის დადგენა და სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის განსაზღვრა. სპეციალური პროფესიული განათლების მიღების უფლება აქვს ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ მიიღებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალებში. საქართველოში სპეციალური პროფესიული განათლების მიზნებია: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების მოსამსახურეთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა; სპეციალური პროფესიული განათლების სფეროში სწავლის სისტემის განვითარება. ამ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგანაც განათლების ხარისხის ამაღლება და მისი სწორი განვიტარება ყველა სფეროშია საჭირო. ეს არა მხოლოდ პიროვნულ წინსვლას უწყობს ხელს, არამედ სახელმწიფოს განვითარებასაც.