2012 წლის 12 ნოემბერი742 2012.11.12
2012 წლის 12 ნოემბერი
მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო აუდიტორიავ, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი საადვოკატო ბიურო "OK & CG" ნოვატორია ქართულ სამართლებრივ სივრცეში. ჩვენი გამოწვევა კლიენტის ინტერესების პრიორიტეტულობა და დაცულობაა, მათთვის მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს შექმნა. ჩვენ, ჩვენი საქმიანობით ვცდილობთ მივაღწიოთ მაქსიმუმს ეფექტური კომუნიკაციისა და კლიენტის მომსახურების სფეროში. დავარღვიოთ ბარიერი ჩვენსა და კლიენტებს შორის და შევქმნათ მაქსიმალურად მეგობრობაზე და ნდობაზე დამყარებული გარემო.ჩვენი პრიორიტეტებიდან ერთერთი უმნიშვნელოვანესია,ვიყოთ უფრო ახლოს საზოგადოებასთან, თქვენთან ერთად და ვიყოთ მეგობრულ და გამჭვირვალე ურთიერთობებში. სწორედ ამ მიზნისათვის, მივიღეთ გადაწყვეტილება, გაცნობოთ თითოეული ნაბიჯი, თითოეული "სუნთქვა" ბიუროს ყოველდღიურობის შესახებ და თქვენთან ერთად ვიზეიმოთ ჩვენს მიერ მიღწეულითქვენი წარმატებები. ჩვენ ყოველდღიურად შევეცდებით მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს მიერ განხორციელებული საქმიანობების შესახებ მაქსიმალური სიზუსტით. გაცნობოთ ქართულ სამართლებრივ სივრცეში მიმდინარე ყველა სიახლე თუ ნოვაცია, გადავდგათ ყველა რიგითი ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საქმეში. დღეს კი, 2012 წლის 12 ნოემბერს ბიუროს დღიურის სიახლეებს გაცნობებთ. ჩვენმა საადვოკატო ბიურომ დღეს უფასო იურიდიული კონსულტაცია გაუწია ათამდე დაინტერესებულ პირს, მათ შორის იყვნენ უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები. უშუალო, პირდაპირი კონსულტაციით ისარგებლა სამმა მოქალაქემ, რომელნიც ჩვენთან, ბიუროში გვეწვიეს და ყოველნაირი დანახარჯის გარეშე მათთვის საინტერესო იურიდიულ საკითხებზე ამომწურავი კონსულტაცია მიიღეს. ჩვენს skype– კონტაქტებს 5 ახალი მომხმარებელი დაემატა და ორმა მათგანმა ისარგებლა კიდეც უფასო იურიდიული კონსულტაციით. დღევანდელი მონაცემებით, მოქალაქეებისათვის აქტიური გახლდათ ქონებრივი ხასიათის და სისხლის სამართლებრივი საქმეები. ჩვენი პრიორიტეტებიდან ერთერთი უმნიშვნელოვანესია,ვიყოთ უფრო ახლოს საზოგადოებასთან, თქვენთან ერთად და ვიყოთ მეგობრულ და გამჭვირვალე ურთიერთობებში. სწორედ ამ მიზნისათვის, მივიღეთ გადაწყვეტილება, გაცნობოთ თითოეული ნაბიჯი, თითოეული "სუნთქვა" ბიუროს ყოველდღიურობის შესახებ და თქვენთან ერთად ვიზეიმოთ ჩვენს მიერ მიღწეულითქვენი წარმატებები. ჩვენ ყოველდღიურად შევეცდებით მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს მიერ განხორციელებული საქმიანობების შესახებ მაქსიმალური სიზუსტით. გაცნობოთ ქართულ სამართლებრივ სივრცეში მიმდინარე ყველა სიახლე თუ ნოვაცია, გადავდგათ ყველა რიგითი ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საქმეში. დღეს კი, 2012 წლის 12 ნოემბერს ბიუროს დღიურის სიახლეებს გაცნობებთ. ჩვენმა საადვოკატო ბიურომ დღეს უფასო იურიდიული კონსულტაცია გაუწია ათამდე დაინტერესებულ პირს, მათ შორის იყვნენ უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები. უშუალო, პირდაპირი კონსულტაციით ისარგებლა 1 მოქალაქემ, რომელიც ჩვენთან, ბიუროში გვეწვია და ყოველნაირი დანახარჯის გარეშე მისთვის საინტერესო იურიდიულ საკითხებზე ამომწურავი კონსულტაცია მიიღო. ჩვენს skype– კონტაქტებს 5 ახალი მომხმარებელი დაემატა და ორმა მათგანმა ისარგებლა კიდეც უფასო იურიდიული კონსულტაციით. დღევანდელი მონაცემებით, მოქალაქეებისათვის აქტიური გახლდათ ქონებრივი ხასიათის და სისხლის სამართლებრივი საქმეები.