1116
2012.11.14
რომელ სფეროებში იკრძალება ინვესტირება?
ინვესტიციების მოზიდვა, სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარებისთვის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა, და იგი მოითხოვს ზუსტ და სწორ რეგულირებას. ინვესტირების პროცესში დაცული უნდა იყოს, როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო ინვესტორის უფლებები და მხარეები პირნათლად უნდა ასრულებნენ თავის მოვალეობებს. კანონი – საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ – განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე როგორც უცხოური, ისე ადგილობრივი ინვესტიციების განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებსა და მათი დაცვის გარანტიებს. ამ კანონის მიზანია, დაადგინოს ინვესტიციების ხელშემწყობი სამართლებრივი რეჟიმი. ინვესტიციების დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. კანონი განმარტავს, რომ ინვესტიციად მიიჩნევა ყველა სახის ქონებრივი და ინტელექტუალური ფასეულობა ან უფლება,რომელიც დაბანდდება და გამოიყენება შესაძლო მოგების მიღების მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ სამეწარმეო საქმიანობაში. ინვესტორად კი ითვლება ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს ინვესტირებას საქართველოში. გაითვალისწინეთ, რომ საინვესტიციო და სამეწარმოე საქმიანობის განხორციელებისას უცხოელი ინვესტორის უფლებები და გარანტიები არ შეიძლება იყოს იმ უფლებებზე და გარანტიებზე ნაკლები, რომლითაც სარგებლობს საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირი. გარდა კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევების.
ინვესტორს უფლება აქვს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საბანკო დაწესებულებებში ნებისმიერი სახის ვალუტით გახსნას მიმდინარე და სხვა ანგარიშები;
ინვესტორს უფლება აქვს აიღოს სესხი საქართველოს ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ არსებული საბანკო და საფინანსო დაწესებულებებიდან, ან ფიზიკური თუ იურიდიული პირებისაგან;
ინვესტორს უფლება აქვს შეიძინოს აქციები, ობლიგაციები და სხვა ფასიანი ქაღალდები და როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე საზღვარგარეთ არსებული ქონება;
ინვესტირების შედეგების ფლობის, გამოყენების, განკარგვის უფლებები ინვესტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გადაეცეს სხვა იურიდიულ და/ან ფიზიკურ პირს კანონით დადგენილი წესით. უფლებების ასეთი;
უცხოელ ინვესტორს უფლება აქვს საზღვარგარეთ გაიტანოს მის საკუთრებაში არსებული ქონება.