კონფლიქტი1352 2012.11.17
კონფლიქტი
კონფლიქტი L.შეჯახება მოვლენა, რომელიც დამახასიათებელია ადამიანური ურთიერთობების ყველა დონისათვის, პიროვნებებს შორის ურთიერთობებიდან დაწყებული საერთაშორისო ურთიერთობებით დამთავრებული. კონფლიქტი არის: ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფების მიზნების შეუთავსებლობა ან შეუთანხმებლობა. ტერმინი მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან „conflictus” რაც ნიშნავს „შეჯახებას” და აღნიშნავს როგორც პროცესს, ასევე მდგომარეობას“. კონფლიქტი გულისხმობს ორი ან მეტი ადამიანის ბრძოლას რაიმე ფასეულობების ან ძალაუფლებისათვის, ან დეფიციტური რესურსების გამო შეჯიბრს Source:ბრანდერი პატრიცია. კომპასი: სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი]; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004 მხარეთა ურთიერთქმედების პროცესში აღმოცენებული წინააღმდეგობების გადაწყვეტის უმწვავესი გზა. წინააღმდეგობა შეიძლება იყოს ადამიანებს შორის ან საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის. Source:სადამრიგებლო საათის პროგრამა I-IV კლასების მოსწავლეთათვის: (დამრიგებლის წიგნი): საუბრები მოსწავლეებთან პიროვნების მორალურ განვითარებაზე, გარემოსდაცვით კულტურასა და ცხოვრების ჯანსაღ წესზე, მოქალაქეობრივ, პატრიოტულ ცნობიერებასა და სხვა ზოგადსაკაცობრიო ჰუმანურ ღირებულებებზე / ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი; [წიგნი მოამზადეს: ნინო ლაბარტყავა, ნინო ლორთქიფანიძე; პ/მგ რედ. ნინო ლაბარტყავა]. - თბ., 2010. ეს არის ოპონენტების, როგორც ურთიერთქმედების სუბიექტების საპირისპირო მიზნების, პოზიციების, შეხედულებების შეჯახება. კონფლიქტი ყოველთვის დაკავშირებულია ადამიანების, როგორც ამა თუ იმ სოციალური ჯგუფების წარმომადგენლების მიერ საკუთარი ინტერესების სხვათა ინტერესებთან დაპირისპირების სუბიექტურ გაცნობიერებასთან. თუ ადამიანები დაპირისპირებას ღრმად განიცდიან ეს ბადებს ღია თუ ფარულ კონფლიქტებს. დაპირისპირება და წინააღმდეგობა თავს იჩენს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში: ეკონომიკური, სოციალურ-პოლიტიკური, სულიერი. აღნიშნულ სფეროებში წინააღმდეგობების ერთდროულად გამწვავება ქმნის კრიზისის ზონებს, ანუ ეს არის კრიზისი. საზოგადოებაში კრიზისის გამოვლენა განაპირობებს სოციალურ დაძაბულობას, რაც არცთუ იშვიათად გადაიზრდება კონფლიქტში. Source:კონფლიქტის ადამიანური ბუნება. შოთა კვირტია, თინათინ ზალდასტანიშვილი//კულტურათაშორისი კომუნიკაციები 2008 №5. მთავარი რედაქტორი ინდირა ძაგანია წინააღმდეგობა (უთანხმოება) ორ და მეტ მხარეებს (პირებს ან ჯგუფებს) შორის როდესაც თითოეული მხარე ცდილობს გააკეთოს ისე, რომ მიღებული იქნეს სწორედ მისი შეხედულებები ან მიზნები და ხელი შეუშალოს მეორე მხარეს იგივე გააკეთოს. See also:დისფუნქციური კონფლიქტი Source:მენეჯმენტის საფუძვლები: [სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდ.] / გიორგი შუბლაძე, ბაბულია მღებრიშვილი, ფიქრია წოწკოლაური. - თბ.: უნივერსალი, 2008. - 288გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 286-287. - ISBN: 978-9941-12-295-8