ყურადღება! საადვოკატო ბიურო OK & CG აცხადებს სტაჟირებისთვის კონკურსს!1067 2012.11.21
ყურადღება! საადვოკატო ბიურო OK & CG აცხადებს სტაჟირებისთვის კონკურსს!
საადვოკატო ბიურო “OK & CG” აცხადებს სტაჟირებაზე კონკურსს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის სფეროში 6 თვიან და 1 წლიან სტაჟირების პერიოდზე. 6 თვიანი სტაჟირების ფარგლებში მონაწილეს ეძლევა საშუალება გაიაროს პრაქტიკული და თეორიული კურსი ჩვენს საადვოკატო ბიუროში, გაეცნოს იურიდიული დოკუმენტაციის შედგენის სპეციფიკას, დააკვრდეს პრაქტიკულ საადვოკატო საქმიანობას. 6 თვიანი სტაჟირების გავლის უფლება აქვთ იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს. 1 წლიანი სტაჟირების გავლის წინაპირობაა 6 თვიანი სტაჟირების კურსის წარმატებით დასრულება. 1 წლიანი სტაჟირების მონაწილეები მომდევნო 6 თვეში პრაქტიკული კურსით ჩაებმებიან საქმისწარმოებაში. 1 წლიანი სტაჟირების გამვლელ პირებს მიეცემათ საშუალება ჩვენი ადვოკატების მეთვალყურეობით თავისუფლად დაგეგმონ და განახორციელონ მარწმუნებლების ინტერესების დაცვა, როგორც სასამართლო პროცესზე, ასევე სახელმწიფო ორგანოებსა თუ მესამე პირებთან. გარდა ამისა,იმ პირს, რომელსაც ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა, სტაჟირება ჩაეთვლება ადვოკატის შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებულ სტაჟირების სავალდებულო პერიოდში და შეძლებს გაწევრიანდეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში და მიიღოს სადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი მოწმობა. სტაჟირების მონაწილეები შეირჩევიან კონკურსის წესით. კონკურსი მოიცავს 2 ეტაპს: 1.CV-ების საფუძველზე პირთა შერჩევას; 2.გასაუბრების ეტაპს;

  1. სტაჟირების პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა განისაზღვრება 10 მონაწილით.
  2. სტაჟირების კურსის მონაწილე შეიძლება იყოს პირი, სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების მე-3 ან მე–4 კურსზე, ან პირი, რომელიც ფლობს საბაკალავრო ან/და სამაგისტრო საფეხურის დამთავრების დამადასტურებელ დიპლომს, რომელიც გაცემულია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ან უცხოეთში გაცემულ მსგავს დოკუმენტაციას, რომელიც აღარებულია საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ.
  3. სასურველია სტაჟირების მსურველ პირს ჩაბარებული ქონდეს ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა.
  4. პროექტში მონაწილე ყველა სტაჟიორი უნდა ფლობდეს შემდეგ უნარ-ჩვევებს:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** აქტიური, კომუნიკაბელური, პუნქტუალური, შრომისმოყვარე. ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** გუნდური მუშაობის უნარი.

  1. სტაჟირების პირველი ეტაპი მოიცავს პროექტის მონაწილესათვის ტრენინგის ჩატარებას თეორიულ საკითხებში;
  2. სტაჟირების მეორე ეტაპი მოიცავს საპროცესო დოკუმენტაციის შედგენის ტექნიკებში პრაქტიკულ სამუშაოებს;
  3. პროექტის მესამე ეტაპი მოიცავს ნასწავლი მასალის შეჯერებას და პრაქტიკულად რეალიზაციას შესაბამის ადმინისტრაციულ, სახელმწიფო თუ სასამართლო ორგანოებში (წარმომადგენლობა სასამართლოებში). აღნიშნული ეტაპი ძირითადად გათვლილია 1 წლიანი სტაჟირების პროგრამის მონაწილეთათვის.

სტაჟირების პროგრამის საფასური განისაზღვრება ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით. საწყის ეტაპზე სტაჟირების კონკურსის შედეგად შერჩეულ პრეტენდენტთა შორის საადვოკატო ბიუროს ადმინისტრაცია შეარჩევს ერთ წარჩინებულ მონაწილეს, რომელიც სტაჟირების განმავლობაში გათავისუფლდება სტაჟირების საფასურის გადახდისაგან. განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2012 წლის 20 დეკემბერი. დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ თქვენი რეზიუმე სურათთან ერთად გადმოგზავნოთ ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე info@myadvokat.ge ან წარმოადგინოთ ისინი ჩვენს ბიუროში, ქ. თბილისი, კოსტავას ქ. #21 დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 2 47 67 67; 2 47 87 87;