853
2012.11.21
21 ნოემბერი...
მოგესალმებით ჩვენო მკითხველებო. დღეს 21 ნოემბერია. ჩვენი ბიურო ყველა მართმადიდებელ ქრისტიანს გილოცავთ მთავარანგელოზების ხსენების დღეს. საადვოკატო ბიუროში დღევანედლი დღე, როგორც ყველა დანარჩენი, საკმაოდ დატვირთული იყო. ჩვენმა ადვოკატებმა დღეს 5 სასამართლო პროცესზე დაიცვა ჩვენი მარწმუნებლების ინტერესები. მათ შორის საქართველოს უზენაეს სასამართლოში. მესამე ინსტაციაში ვიცავდით ჩვენი მარწმუნებლის ინტერესს ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის წინააღმდეგ. მოგეხსენებათ მესამე ინსტანციაში საქმის წარმოება არ წარმოადგენს მარტივ პროცედურას და დასაშვებობის ეტაპზე საკასაციო საჩივრები ვერ გადიანხოლმე. ჩვენი საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულმა კოლეგიამ დასაშვებად ცნო და საქმის საკასაციო წესით განხილვისათვის სასამართლო სხდომა გადადო. აღნიშნული საქმის მიმდინარეობის შესახებ აუცილებლად გაცნობებთ დეტალურად. დღევანდელი დღე გამოირჩევა იმითაც, რომ ჩვენმა ბიურომ სტაჟირებისათვის კონკურსი გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ სტაჟირების კონკურსი მხოლოდ 1 დღეა რაც გამოვაცხადეთ, ამ მდგომარეობით 14 cv უკვე შემოსულია, რაც იმის ეჭვს აჩენს, რომ კონკურსი ძალიან მაღალი იქნება. სტაჟირების მსურველებს დეტალური ინფორმაციის მისაღებას შეუძლიათ იხილონ შენდეგ ლინკზე: სტაჟირება საადვოკატო ბიუროში OK & CG აქტიური იყო საზოგადოებაც, რომელთაც უფასო იურიდიული კონსულტაციის მიღების სურვილი ქონდათ. დღეს ჩვენი საადვოკატო ბიუროს ადვოკატებმა 10მდე უფასო იურიდიული კონსულტაცია გაუწია დაინტერესებულ პირებს, რომლებმაც ამომწურავი პასუხი მიიღეს მათთვის საინტერესო საკითხებზე.