სახელმწიფოს ხელშეწყობა მეცნიერების განვითარებაში947 2012.11.22
სახელმწიფოს ხელშეწყობა მეცნიერების განვითარებაში
მეცნიერების განვითარება ნებისმიერი ქვეყნისთვის ერთ–ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. სახელმწიფო ცდილობს ხელი შეუწყოს მსგავსი დარგების განვითარებასა და წინსვლას. „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი ქმნის სახელმწიფო პოლიტიკის სამართლებრივ საფუძველს, რაც ქვეყნის ინტელექტუალური და ტექნოლოგიური პროგრესის და კეთილდღეობის საწინდარია. სახელმწიფო აღიარებს, რომ სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესი საზოგადოების განვითარების, ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესების, მისი სულიერი აღმავლობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია და ხელშემწყობ პირობებს უქმნის ქვეყნის ინტელექტუალურ შესაძლებლობათა გამოვლენასა და ეკონომიკის წინსვლას. იგი უზრუნველყოფს ჰუმანიტარულ, საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ მეცნიერებათა, როგორც ეროვნული კულტურისა და განათლების განუყოფელ შემადგენელ ნაწილთა, განვითარებას, სამეცნიერო კვლევას მიიჩნევს შემოქმედებითი საქმიანობის ფორმად. საქმიანობა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში მოიცავს ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის გამოკვლევებსა და დამუშავებას, მათი შედეგების გამოყენებას, მოქმედ ტექნოლოგიათა და ტექნიკის სრულყოფას წარმოების დონის ამაღლებისა და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოების მიზნით. პოლიტიკას ამ სფეროში სახელმწიფო აყალიბებს ქვეყნის ინტერესებისა და შესაძლებლობების შესაბამისად, განსაზღვრავს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების პროცესში თავისი მონაწილეობის ფორმებს და ქმნის სტრუქტურებს საკუთარი ინტერესებისა და უფლებების დასაცავად. კანონი განსაზღვრავს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიზნებსა და პრინციპებს, ამ პოლიტიკის განხორციელებაში სახელმწიფო ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების უფლებამოსილებას, მეცნიერის შემოქმედებით თავისუფლებას და პასუხისმგებლობას, საქმიანობის სამართლებრივ ნორმებსა და გარანტიებს. სახელმწიფო აღიარებს, რომ მეცნიერების დაფინანსების ზრდა მისი ვალდებულებაა. სახელმწიფო პოლიტიკა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში საქართველოს რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია და წარმოადგენს კანონმდებლობით განმტკიცებული სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს: • მეცნიერების განვითარებას, ახალი ტექნოლოგიების შექმნას და გარედან მოზიდვას, მათი გამოყენებით ახალ წარმოებათა შექმნასა თუ არსებულთა ტექნიკურ განახლებას, აგრეთვე სხვა საინოვაციო საქმიანობისათვის ყოველმხრივ ხელშეწყობას (ტექნოლოგიურ და ტექნიკურ სიახლეთა შექმნა-გამოყენება); • საქართველოს რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიური განვითარების პროგნოზებიდან გამომდინარე, მეცნიერების გარკვეული დარგების პრიორიტეტების დადგენასა და მათი განვითარებისათვის ხელწეწყობას; • მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროს დემოკრატიულ მართვას, მის დემონოპოლიზაციას, საინოვაციო საქმიანობის თვითრეგულირებისათვის ხელშეწყობას, სამეცნიერო მოღვაწეობის თავისუფლებას, სამეცნიერო საზოგადოებრიობის მონაწილეობას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში; • სამეცნიერო და სამეცნიერო-სასწავლო დაწესებულებების ინტელექტუალური და მატერიალური პოტენციალის თანდათანობითი ინტეგრაციისათვის ხელშეწყობას; • მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში მეწარმეობისა და კონკურენციისათვის მხარდაჭერას; • საერთაშორსო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებას.