რა არის ამნისტია?3457 2012.11.23
რა არის ამნისტია?
დღეს საქართველოში საზოგადოებისათვის ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს სავარაუდო ამნისტია განეკუთვნება. სწორედ საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენმა ბიურომ გადაწყვიტა მოგაწოდოთ ინფორმაცია, ამ ცნების რაობისა, ზოგადად რა არის ამნისტია და რას ემსახურება იგი. ამნისტია წარმოადგენს გათავისუფლების შერეულ სახეს, რომლის მეშვეობითაც სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე შესაძლებელია როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ისე სასჯელისაგან გათავისუფლება.