1168
2012.11.28
პარლამენტის მიერ განხილული კანონპროექტი ამინისტიასთან დაკავშირებით
ბრძოლა პატიმრების უფლებების დასაცავად კვლავაც გრძელდება და თანდათან ახალ ფაზაში გადადის. ამინისტიის თემა ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალური გახდა, რადგან ამან საზოგადოებაში საკმაოდ დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. 27 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტში გაიმართა ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, რომელზეც სწორედ ეს საკითხი განიხილებოდა. როგორც აღინიშნა – ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფო ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების გათვალისწინებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელის მოხდისგან პატიმრებისა და პირობითი მსჯავრდებულების ნაწილის გათავისუფლებას იწყებს. ამ მიზნით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა "ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობა დაიწყო. ასევე აღინიშნა, რომ სასჯელისგან გათავისუფლდებიან გარკვეული კატეგორიის პატიმრები და მსჯავრდებულები, რომლებიც სასჯელს იხდიან ნაკლებად მძიმე დანაშაულის, ასევე გაუფრთხილებელი დანაშაულის ჩადენისთვის, თუ დანაშაულს ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა არ მოჰყოლია. სასჯელი გაუნახევრდებათ პირველად ნასამართლევ არასრულწლოვნებსა და ქალებს, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის რიგი მუხლებით მსჯავრდებულ პირებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, მთავარი პროკურორის წარმომადგენლები "ამნისტიის შესახე“ კანონპროექტს პრინციპების დონეზე ეთანხმებიან, თუმცა ცალკეულ მუხლებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გააჩნიათ, რომელთაც კომიტეტი მუხლობრივად, მეორე მოსმენით განხილვისას მხედველობაში მიიღებს და პროექტში ასახავს. როგორც აქამდეც არა ერთხელ აღგვინიშნავს, პატიმარს მხოლოდ გარკვეულწილად ეზღუდება ადამიანის ძირიტადი უფლებები და თავისუფლებები. როგორც სასჯელის დამნიშნავი განაცენი,ა სევე ამინისტიაც უნდა იყოს კანონთან შესაბამისობაში. ((წყარო: http://parliament.ge/ ))