2012 წლის 29 ნოემბერი750 2012.11.29
2012 წლის 29 ნოემბერი
მოგესალმებით, დღეს 2012 წლის 29 ნოემბერია.ჩვენმა საადვოკატო ბიურომ დღეს უფასო იურიდიული კონსულტაცია გაუწია 15-მდე დაინტერესებულ პირს, გვიკავშირდებოდნენ skype-ს, ელ-ფოსტის, სოც. ქსელების და ტელეფონის მეშვეობით. დღევანდელი მონაცემებით, მოქალაქეებისათვის აქტიური გახლდათ ქონებრივი ხასიათის და სისხლის სამართლებრივი საქმეები.

როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩვენმა საადვოკატო ბიურომ გამოაცხადა კონკურსი სტაჟირებაზე. გაცნობებთ, რომ სტაჟირების კონკურსში მონაწილეობა და ძალების მოსინჯვა საკმაოდ ბევრმა იურისტმა თუ მომავალმა იურისტმა სცადა. დღესდღეობით ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე შემოსულია 100-მდე რეზიუმე. კონკურსანტების ასეთმა მასშტაბურმა რაოდენობამ გადაგვაწყვეტინა, რომ სტაჟირების მეორე შესარჩევი ტური (გასაუბრება) რამოდენიმე ეტაპად გავმართოთ. პირველი ნაწილი გასაუბრებას შაბათს, პირველ დეკემბერს გაივლის. ჩვენი ბიურო მიუხედავად ასეთი კონკურენტუნარიანი კონკურსისა, თითოეულ სტაჟიორს უსურვებს წარმატებებს.