დაბეგვრა რეგრესიული923 2012.12.06
დაბეგვრა რეგრესიული
დაბეგვრის სახე, რომლის დროსაც საგადასახადო ბაზის ზრდის შესაბამისად მცირდება გადასახადის განაკვეთი. თანამედროვე ეტაპზე იგი ნაკლებ გამოიყენება. ეკონომიკური თვალსაზრისით ირიბი გადასახადი (აქციზი, დღგ, საბაჟო ტარიფები) რეგრესიულია. ამ გადასახადის წილი მაღალია დაბალშემოსავლიან პირთათვის, ხოლო მაღალშემოსავლიანებისთვის -პირიქით.