ძალადობა914 2012.12.07
ძალადობა
ძალის დემონსტრაცია გავლენის მოპოვების, ან განადგურების მიზნით. ის შეიძლება წარმოვიდგინოთ რამდენიმე კონცენტრირებული წრის სახით, რომლის ცენტრში მკვეთრი ბირთვია, ნაპირები კი ფერმკრთალია: 1. ბირთვად შეიძლება წარმოვიდგინოთ ადამიანების მიმართ განხორციელებული პირდაპირი ფიზიკური ძალადობა; 2. თუ გამოვტოვებთ განსაზღვრებას „ფიზიკური”, ძ. შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური, მენტიციდი, მანიპულაციები ბოროტი განზრახვით; 3. თუ გამოვტოვებთ განსაზღვრებას „პირდაპირი”, ძ. შეიძლება იყოს ირიბი ფორმის; 4. თუ გამოვტოვებთ განსაზღვრებას „ადამიანების”, ძ. შეიძლება იყოს სხვა ცოცხალი ორგანიზმების მიმართ: ორგანისტიკული ძ., სისასტიკე ცხოველების მიმართ; რაც უფრო მეტ განსაზღვრებას გამოვტოვებთ ძ-ის ცნება მით უფრო გაფართოვდება. მაგალითად: 5. თუ გამოვტოვებთ განსაზღვრება „ორგანიზმების”, ძ. შეიძლება განხორციელდეს გარემოს მიმართ (ეკოციდი); 6. სტრუქტურების, სისტემების, იდეოლოგიების მიმართ განხორციელებული ძ. და ა.შ.; 7. ღირსების, დამოუკიდებლობის წინააღმდეგ განხორციელებული ძ. და ა.შ.;