884
2012.12.12
რა იცით ახალი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ?
2012 წლის 7 დეკემბერს საქართველოს მთავრობის ახალი დადგენილება გამოიცა, რომელის განსაზღვრავს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რესურსებითა და ქონებით სარგებლობის შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის კრიტერიუებს, მის ფუნქციებსა და მოვალეობებს. როგორც დადგენილებაშია მოცემული, კომისიის შექმნა ხდება საქართველოს კანონის - „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ შესაბამისი მუხლების მიხედვით. კომისიას სათავეში ჩაუდგება და თავმჯდომარის ეფლება-მოვალეობებს შეითავსებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. ხოლო კომისიის წევრები იქნებიან საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი; ფინანსთა მინისტრი; ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი; სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსი და სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი. კომისიას ასევე ეყოლება მოწვეული წევრი, რომელიც იქნება საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე. კომისია დაევალება საკუთარი საქმიანობის შესახებ პერიოდული ანგარიშების წარდგენა მთავრობის სხდომაზე, სადაც განხილული იქნება როგორც გეგმები, ასევე მიღწეული შედეგები და ჩატარებული ღონისძიებები. კომისიის მტავარი ფუნქცია იქმნება ქვეყანაში საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რესურსებისა და ქონების სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციებისა და დასკვნების შემუშავება - აღნიშნული რესურსებისა და ქონების რაციონალურად განკარგვის უზრუნველსაყოფად. მის ამოცანებს წარმოადგენს:
სახელმწიფოს მიერ საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე რესურსის, მათ შორის, სასარგებლო წიაღისეულის, ტყის ფონდის მერქნული რესურსების, მცენარეული არამერქნული რესურსების (მათ შორის, სოჭის გირჩების), ზედაპირული წყლის რესურსებისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სხვა ქონების სარგებლობაში გადაცემის პირობების შესწავლა და ანალიზი;
შესწავლილი საკითხებისა და მათი ანალიზის საფუძველზე, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება და უფლებამოსილი ორგანოებისთვის წარდგენა;
საჭიროების შემთხვევაში წინადადებათა მომზადება შესაბამისი ორგანოების მიერ საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე რესურსის ან სხვა ქონების სარგებლობაში გადაცემის პირობების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადახედვის მიზნით.