900
2012.12.26
რას ადგენს კანონი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ?
ადაიანის უფლებების მსოფლიოში აღიარებული სტანდარტების მიხედვით, არსებობს ასევე ის უფლებები რომელიც ჩვენს ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ პირად თავისუფლებას ეხება. თავისუფლება ხომ ებების ამოსავალი წერტილია. თუ გაქვთ ინფორმაცია რა კონკრეტულ განსაზღვრებებს გვაძლევს საქართველოს ორგანული კანონი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ? თავდაპირველი განმარტებით – საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით საქართველოს მოქალაქენი ადგენენ დღევანდელი და მომავალი თაობების ეკონომიკური უფლებებისა და თავისუფლებების გარანტიებს. ეკონომიკური უფლებები და თავისუფლებები არის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ნაწილი, რომელთა შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში. სახელმწიფო უზრუნველყოფს ეკონომიკურ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც საფუძვლად უნდა დაედოს საზოგადოების განვითარებას, ხალხის კეთილდღეობისა და ეკონომიკის გრძელვადიან, სტაბილურ ზრდას. თავისუფლება არის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პრინციპი, რომელიც გამოიხატება მთავრობის მცირე ზომაში, პასუხისმგებლობიან მაკროეკონომიკურ პოლიტიკასა და დაბალ გადასახადებში. აღნიშნული კანონი განსაზღვრავს, რომ საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება, გარდა აქციზისა, ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა, გარდა აქციზისა, შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით. რეფერენდუმის დანიშვნის ინიცირების უფლება კი მხოლოდ საქართველოს მთავრობას გააჩნია. ეკონომიკის გრძელვადიანი და სტაბილური ზრდის საშუალებით კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად და ყოველი შემდგომი თაობისათვის სამართავად შემცირებული ფინანსური ვალდებულებების მქონე ქვეყნის გადაცემის ხელშეწყობის მიზნით დგინდება მაკროეკონომიკური პარამეტრების შემდეგი მაქსიმალური ზღვრები:
ნაერთი ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი მოცულობის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან − არა უმეტეს 30%;
ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან − არა უმეტეს 3%;
სახელმწიფო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან − არა უმეტეს 60%.