შვილად აყვანა და თანმხლები პროცედურები1603 2013.01.09
შვილად აყვანა და თანმხლები პროცედურები
დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში არაერთი წყვილია, რომელთაც სხვადასხვა მიზეზების გამო შვილი არ ჰყავთ და დიდი სურვილი აქვთ ბავშვი იშვილონ. საზოგადოებაში გავრცელებულია შეხედულება, რომ შვილად აყვანა ხანგრძლივ და რთულ პროცესებთანაა დაკავშირებული. ამჯერად მოკლედ მიმოვიხილავთ იმ პირველად პროცედურებსა და დოკუმენტაციას, რომლის შესახებაც შვილად აყვანის მსურველმა წყვილებმა უნდა იცოდნენ.
  • შვილად აყვანის მსურველმა პირებმა უნდა მიმართონ სოციალური მომსახურების სააგენტოსფილიალს, რეგისტრირებული ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და დარეგისტრირდნენ ბავშვის შვილად აყვანის მსურველად.
  • წარადგინონ ბავშვის შვილად აყვანის მსურველ პირთა განცხადების შევსებული ფორმა, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით .
  • განცხადების მიღებიდან არა უმეტეს 10 სამუშაო დღისა, სოციალური მუშაკი, ახორციელებს ბავშვის შვილად აყვანის მსურველ ოჯახთა/პირთა პირველად შეფასებას და წერს დასკვნას. - თუ პირველადი შეფასება უარყოფითია, სოციალური მუშაკის დასკვნის შესაბამისად, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას მშვილებელ ოჯახთა/პირთა აღრიცხვაზე უარის თქმის თაობაზე. - თუ პირველადი შეფასება დადებითია, სოციალური მუშაკი, არა უმეტეს 15 სამუშაო დღის განმავლობაში, ამზადებს ოჯახის/პირის სრულ შეფასებას და მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოსათვის წარსადგენ დასკვნას. - თუ სრული შეფასება დადებითია, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ბავშვის შვილად აყვანის მსურველი ოჯახის/პირის რეესტრში აღრიცხვაზე აყვანის თაობაზე.

ამ პროცედურების გავლის შემდეგშვილად აყვანის მსურველი ოჯახი/პირი ელოდება საკუთარ რიგს გასაშვილებელი ბავშვის შეთავაზებისათვის. მას შემდეგ, რაც მას სოციალური მომსახურების სააგენტო შესთავაზებს ბავშვს შვილად ასაყვანად, ოჯახმა/პირმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: • მეუღლის თანხმობა, თუ ბავშვი შვილად აჰყავს ერთ-ერთ მეუღლეს; • საიდენტიფიკაციო დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი, ბინადრობის მოწმობა) ასლი; • ქორწინების მოწმობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასლი; • ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა; • სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა; • ნასამართლობის შესახებ ცნობა.