772
2013.01.10
2013 წლის 10 იანვარი
მოგესალმებით ჩვენო მკითხველებო! საადვოკატო ბიურო OK & CG–სთვის 2013 წლის 10 იანვარი ტრადიციულად დატვირთული გამოდგა. ჩვენმა ადვოკატებმა არაერთ მსურველს გაუწიეს იურიდიული კონსულტაცია როგორც უშუალოდ ოფისში, ასევე ონლაინ საშუალებით. თუმცა ეს დღე ბიუროსათვის განსაკუთრებული ფაქტითაც გახდა გამორჩეული. OK & CG–ში დღეიდან სტაჟიორთა ახალი ნაკადი შეუდგა თეორიული და პრაქტიკული კურსის გავლას. პირველ ჯგუფს პირველი თეორიული ლექცია დღეს ბიუროს დამფუძნებელმა და დირექტორმა ოთარ კაჭკაჭაშვილმა ჩაუტარა. თეორიულ საკითხებში ტრეინინგების შემდეგ, ისინი შეისწავლიან საპროცესო დოკუმენტაციის შედგენის ტექნიკებს და ნასწავლი მასალის შეჯერების შემდეგ მოახდენენ ცოდნისპრაქტიკულად რეალიზაციას შესაბამის ადმინისტრაციულ, სახელმწიფო თუ სასამართლო ორგანოებში (წარმომადგენლობა სასამართლოებში).სტაჟიორებსმიეცემათ საშუალება ჩვენი ადვოკატების მეთვალყურეობით თავისუფლად დაგეგმონ და განახორციელონ მარწმუნებლების ინტერესების დაცვა, როგორც სასამართლო პროცესზე, ასევე სახელმწიფო ორგანოებსა თუ მესამე პირებთან. ყველა ეს პროცესი ერთი წლის განმავლობაში გასტანს და სტაჟირების დასრულების შემდეგ სტაჟიორები შესაბამის სერთიფიკატს მიიღებენ.