ელენა გელაძე2501 2012.10.12
ელენა გელაძე
ადვოკატი ელენა გელაძე საადვოკატო ბიურო „OK & CG”-ს ადვოკატია. მას საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლება აქვს საერთო სპეციალიზაციით. იგი ფლობს მაგისტრის აკადემიურ ხარისხს სამართალმცოდნეობაში. ელენას სამუშაო სფერო მრავალმხრივია, მათ შორის იგი გამოირჩევა სახელშეკრულებო სამართალში, ვალდებულებით სამართალში, ინტელექტუალური საკუთრების სამართალში, საოჯახო სამართალში, მემკვიდრეობით სამართალში, სანოტარო სამართალში, საგადასახადო სამართალში, სამეწარმეო სამართალში. ელენამ ცოდნის გაღრმავების მიზნით გაიარა არაერთი პროფესიული გადამზადების კურსი. მან წარმატებით დაასრულა სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ ორგანიზებული „ნოტარიუსთა სკოლა“ და 2012 წელს წარმატებით ჩააბარა საკვალიფიკაციო გამოცდა. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ მან წარმატებით ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდაც სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამარლის სპეციალიზაციით. ელენას ძლიერი მხარეა დოკუმენტების სამართლებრივი ანალიზი, სხვადასხვა ტიპის და სირთულის ხელშეკრულებების მომზადება, კლიენტების ინტერესების დაცვა და მათ ბიზნეს პარტნიორებთან ან/და მათ მოდავე მხარეებთან მოლაპარაკებების წარმოება, კლიენტის ინტერესების წარმომადგენლობა სასამართლოში ან/და კერძო არბიტრაჟებთან არსებული დავებისას, სააღსრულებო პროცესის წარმართვა. იგი, გარდა ღრმა სამართლებრივი ცოდნისა, ფლობს სტრატეგიისა და დროის ორგანიზების (დაგეგმვისა და ორგანიზების უნარს), მართვის, გადაწყვეტილების მიღების ან პრობლემების გადაჭრის, ინფორმაციის მენეჯმენტის (სხვადასხვა წყაროებიდან ინფორმაციის მიღებისა და ანალიზის უნარი), ანალიტიკური აზროვნების უნარს. ელენა ფლობს რუსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებს.