ცვლილება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში901 2013.01.17
ცვლილება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში
საქართველოს მთავრობის ინიციატივით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილება შევიდა. ცვლილება საერთო სასამართლოებში  ნაფიც მსაჯულთა მიერ საქმის განხილვას ეხება.  საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილ იქნა შემდეგი ცვლილება და 226-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: "1. თუ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, საქმეს განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბრალდებული შუამდგომლობს , რომ საქმე განხილულ იქნეს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე. ასეთი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში ბრალდებულმა უნდა დაასაბუთოს, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ჩატარება არსებითად დაარღვევს ობიექტური და სამართლიანი სასამართლოს უფლებას და უარი გამოხატავს მის თავისუფალ ნებას. შუამდგომლობის მოსმენის შემდეგ მოსამართლე ვალდებულია განუმარტოს ბრალდებულს უარის სამართლებრივი შედეგები. თუ ასეთი განმარტების მოსმენის შემდეგ ბრალდებული კვლავ მხარს უჭერს შუამდგომლობას, პროკურორი ეთანხმება შუამდგომლობას და საქმის განმხილველი მოსამართლე შუამდგომლობას დასაბუთებულად მიიჩნევს, მოსამართლე დააკმაყოფილებს შუამდგომლობას და მიიღებს განჩინებას , რომ საქმე განხილულ იქნეს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე. თუ პროკურორი არ ეთანხმება შუამდგომლობას, მოსამართლე განჩინებით უარს იტყვის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე და საქმეს განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.“ ცვლილებას პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა და ის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა. "კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ბრალდებულს კვლავაც დარჩება შუამდგომლობის დაყენების უფლება,საქმე განხილულ იქნეს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე და ეს მისთვის ცნობილი იქნება, როგორც ბრალდებულის უფლება. თუმცა, იმავდროულად მნიშვნელოვანია ისიც, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მთლიანად აცილებული ვერ იქნება, რაც ნიშნავს იმას, რომ ამგვარი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში ბრალდებულმა უნდა დაასაბუთოს, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ჩატარება არსებითად დაარღვევს ობიექტური და სამართლიანი სასამართლოს უფლებას და უარი გამოხატავს მის თავისუფალ ნებას. შუამდგომლობის მოსმენის შემდეგ მოსამართლე ვალდებულია განუმარტოს ბრალდებულს უარის სამართლებრივი შედეგები. თუ ასეთი განმარტების მოსმენის შემდეგ ბრალდებული კვლავ მხარს უჭერს შუამდგომლობას, პროკურორი ეთანხმება შუამდგომლობას და საქმის განმხილველი მოსამართლე შუამდგომლობას დასაბუთებულად მიიჩნევს, მოსამართლე დააკმაყოფილებს შუამდგომლობას და მიიღებს განჩინებას, რომ საქმე განხილულ იქნეს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე. თუ პროკურორი არ ეთანხმება შუამდგომლობას, მოსამართლე განჩინებით უარს იტყვის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე და საქმეს განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.ამასთანავე, 226-ე მუხლის პირველი ნაწილის შემოთავაზებული რედაქციით, გამოირიცხება შესაძლებლობა, რომ ბრალდებულს წაერთვას მისი საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვის უფლება, თუ ბრალდებულს სურს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო." – ნათქვამია განმარტებით ბარათში.